უკვე მეოთხე წელია, რაც თბილისშიც ავღნიშნავთ ჩახუტების საერთაშორისო დღეს.
სხვებისთვის ეს ჩვეულებრივი დღეა, ჩვეულებრივი პრობლემებით და ტკივილებით.
მაგრამ ჩვენთვის, რადიკალურად განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოდგა.
შევიკრიბეთ და დავიწყეთ თბილისის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა.
არც ჩვენი საიტის ადმინისტრატორები ჩამოუვარდნენ მოხალისეებს, და მათთან ერთად შევუერთდით ამ მსვლელობას.
-„შეიძლება ჩაგეხუტოთ?“
-„გაიარე რა! “
-„შეიძლება ჩაგეხუტოთ?“
-„თქვე უპატრონოებო!… “
იყო უარესი შემთხვევებიც….
დამერწმუნეთ, უპატრონოობის ნამდვილა დარაფერი გვეტყობოდა, მაგრამ ამ ხალხისგან განსხვავებით ბედნიერი სახეები მაინც გვქონდა, ჩვენი პრობლემების მიუხედავად.
იყო ასეთი შემთხვევებიც:
“May I Hug You?“
„Oh, Of course, thank you…. : )“
“May I Hug You, Please?“
„Oh, My God, Of Course You Can : )“
ჯამში ძალიან თბილი და ტკბილი დღე გამოვიდა, ყველანი ბედნიერები ვიყავით და გახარებულები 🙂
დღეს ვფიქრობდი და რა კაირგი იქნებოდა ამგვარი აქცია ყოველდღე რომ ჩატარებულიყო…..
ერთი შეხედვით ჩახუტებას ზედაპირული მნიშვნელობა აქვს… მაგრამ დამერწმუნეთ არაფერი არ უტოლდება იმ სითბოს, ბედნიერებასა და პოზიტივს, რასაც უბრალოდ ჩახუტება გადმოგცემთ.

p.s განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ ემოციური დღისთვის აქციის ორგანიზატორს საქართველოში: ადო ბერიკელაშვილს.

პატივის ცემით, WWW.ANY.GE
01.23.2012.

Share and Enjoy

  • Facebook
  • Twitter
  • Delicious
  • LinkedIn
  • StumbleUpon
  • Add to favorites
  • Email
  • RSS